Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/08/2025 - 18/08/2025

,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია  “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.

 

შპს ,,აი სი არ ტრეიდ"-ში  ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ბუღალტერიის მიმართულებით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რაშიც აქტიურად იქნები ჩართული:

  • პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • RS პორტალზე მუშაობა;
  • საბუღალტრო გატარებების წარმოება;
  • სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

 

სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
  • ბუღალტერიის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1)
  • ERP (Microsoft Dynamics Navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

კომპეტენციები, რომლებიც დაგჭირდება: 

  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულება;
  • ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
  • გაწერილი და დაგეგმილი პროცედურების კონტროლი.

 

რას გთავაზობთ:

  • “აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობას;
  • წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
  • სამუშაო პროცესში სწავლებას. პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
  • 1 წლიან ანაზღაუარებად სტაჟირებას;
  • სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
  • 1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.

 

წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 18 აგვისტო, 2025.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული